saqarTvelos mdinareebi - Zama

ტერიტორიული ერთეულები ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები
სათავე თრიალეთის ქედი
სიგრძე 42 კმ
აუზის ფართობი 342 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 3.23 მ³/წმ

 

მდინარე ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2140 მ. სიგრძე 42 კმ. აუზის ფართობი 342 კმ². ერთვის მტკვარს მარჯვნიდან ქარელთან. მთავარი შენაკადებია: ტყემლოვანისწყალი, სათიბე და ღვანანა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში. ახასიათებს წყალმოვარდნები ზაფხულ - შემოდგომაზე.

საშუალო წლიური ხარჯი სოფელ ზღუდერთან 3.23 მ³/წმ (1987 წლის მონაცემები). იყენებენ სარწყავად.